ალტკოინების კურსი შემცირებულია

0
1155

27 ივლისს ციფრული ვალუტების ფასები მთელი დღის განმავლობაში რყევას განიცდიდა. კრიპტოვალუტების ფასების უმეტესობა მკვეთრად შემცირებულია.

გუშინ კი ბიტკოინ Cash-ზე ვაჭრობა 456 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული კი 517 დოლარს შეადგენდა. ალტკოინის ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 482 დოლარზე დაფიქსირდა. დღის ბოლოს ბიტკოინ Cash-ზე ვაჭრობა კი 482 დოლარზე დაიხურა.

იმ შემთხვევაში, თუ კრიპტოვალუტის კურსი გაიზრდება მოსალოდნელია, რომ ფასმა 500 დოლარამდე მიაღწიოს. თუმცა, თუ ალტკოინის ფასი ისევ შემცირდა შესაძლოა, კურსმა 400 დოლარამდეც კი დაიკლოს.

ამჟამად, ალტკოინის კურსი 487 დოლარს შეადგენს. ბოლო 24 საათის განმავლობაში ფასი 3.15%-ით არის შემცირებული.

რაც შეეხება კაპიტალიზაციის მაჩვენებლით მე-13 ადგილზე მყოფ ლაიტკოინს: გუშინ ლაიტკოინზე ვაჭრობა მთელი დღის განმავლობაში 140-სა და 127 დოლარს შორის მიმდინარეობდა.

ფასის ზრდის შემთხვევაში ლაიტკოინის მოსალოდნელი დონე 150 დოლარი იქნება. იმ შემთხვევაში, თუ კურსი კლავ დაეცემა მაშინ კრიპტოვალუტის ფასი 100 დოლარის ფარგლებში იმოძრავებს.

ამ ეტაპზე ლაიტკოინის კურსი 114 დოლარს შეადგენს. უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კი ალტკოინის ფასი 3.425%-ით არის შემცირებული.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი