7 ივნისს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
919

ორშაბათს, 7 ივნისს ციფრული ვალუტების ბაზარი შემცირდა.

ბიტკოინის ფასი 34.130 დოლარზე დაეცა. უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ბიტკოინის ფასის ნიშნული დაახლოებით 5%-ით შემცირდა. დღის განმავლობაში ფასი კი 35.000-სა და 36.000-ს შორის მოძრაობდა.

აღსანიშნავია, რომ კვირის განმავლობაში ბიტკოინის კურსი მხოლოდ 7.28%-ით არის შემცირებული.

რაც შეეხება ეთერიუმს: ეთერიუმის კაპიტალიზაცია 305 მილიარდ დოლარს შეადგენს.

CoinMarketCap-ის მონაცემების მიხედვით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ეთერიუმის ღირებულება 3.46%-ით შემცირდა. დღის განმავლობაში ალტკოინის კურსი 2.700-სა და 2.600 დოლარს შორის მოძრაობდა.

უნდა აღინიშნოს, რომ კვირის განმავლობაში ეთერიუმის ფასი მხოლოდ 0.25%-ით არის შემცირებული.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 7 ივნისს, დღის ბოლოს, კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით ტრილიონ 549 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი