NFT ნიშანმა სახელწოდებით Metaplex-მა, Solana-ს Blockchain პლატფორმაზე ოფიციალურად დაიწყო ოპერირება. ამით კი აღნიშნული ნიშნის მესვეურებმა ხაზი გაუსვეს ტექნოლოგიის განვითარების დონეს.
პლატფორმის შემქმნელმა Metaplex Foundation-მა განაცხადა, რომ ახალი ბაზარი დაიწყო Solana Labs-ისა და კრიპტოვალუტის FTX-ის სტრატეგიული მხარდაჭერით.
პლატფორმა შექმნილია იმისათვის, რომ უზრუნველყოს ძირითადი ინფრასტრუქტურა NFT საზოგადოებისთვის, რათა შემქმნელებმა, შემსრულებლებმა და ჯგუფებმა მარტივად შეძლონ პერსონალურად შეგროვებული კოლექციების შექმნა.
პლატფორმამ ცნობილი ადამიანებისა და ბიზნეს კომპანიის რამდენიმე რეკომენდაციით დაიწყო ოპერირება. რეკომენდატორებს შორის იყვნენ შემოქმედებითი სტუდია Street Dreams-ი და CryptoKickers-ი.
”Metaplex-ი NFT-ებს შექმნის. გააკეთებს იმავეს, რასაც Shopify აკეთებს კომერციისთვის, მაგრამ ის ერთი ნაბიჯით წინ იქნება და არ დასჭირდება შუამავალი.“- განაცხადა პროექტის ერთ-ერთმა რეკომენდატორმა.