მარეგულირებელი რიპლის საჩივრის განხილვის პროცესშია

0
1052

რიპლის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბრედ გერლინგჰაუსმა და თანადამფუძნებელმა კრის ლარსენმა მარეგულირებელთან შეიტანეს საპასუხო წერილი.

მანამდე კი აშშ-ს ფასიანი ქაღალდების კომისარიატმა მოითხოვა Bitfinex-ის მშობლიური კომპანიის, iFinex-ისა და 14 სხვა კრიპტო ბირჟების გამოძიება.

შუამდგომლობა ითხოვს დოკუმენტებს ბირჟებიდან: iFinex, Bitforex, Bithumb, Bitlish, BitMart, AscendEX (ყოფილი Bitmax), Bitrue Singapore, Bitstamp, Coinbene, HitBTC, Huobi Global, Korbit, OKEx, Upbit Singapore და ZB Network Technology.

უნდა აღინიშნოს, რომ საჩივარი რიპლის წინააღმდეგაც არის შეტანილი. საჩივარში აღნიშნულია ფაქტები, რომლის მიხედვითაც, გერლინგჰაუსი და ლარსენი ორი მილიარდი ერთეული რიპლის არალეგალურად გაყიდვაში არიან დამნაშავეები.

რიპლის აღმასრულებლები უარყოფენ მარეგულირებლის ბრალდებებს და აცხადებენ, რომ ისინი არ არღვევენ 1933 წლის აქტის მე-5 ნაწილს.

შეგახსენებთ, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში რიპლის აღმასრულებელი დირექტორი 2020 წლის მიწურულს აცხადებდა, რომ კომპანიის საქმიანობა აშშ-ს ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციისათვის სრულიად მისაღები იქნებოდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი