კრიპტოვალუტის ინდუსტრიის რეგულირების უკანასკნელი მცდელობისას, ტაილანდის ფინანსურმა მარეგულირებელმა ორგანიზაციამ, ამჯერად, ყურადღება დეცენტრალიზებული ფინანსებისკენ გადაიტანა.
Bangkok Post-ის თანახმად, ტაილანდის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიამ გამოაცხადა, რომ DeFi-სთან დაკავშირებული ნებისმიერი საქმიანობისათვის შესაძლოა, უახლოეს მომავალში, ფინანსური მარეგულირებლისგან ლიცენზია გახდეს საჭირო.
უახლესი მარეგულირებელი ინიციატივა Thai DeFi პროტოკოლის ამოქმედების შემდეგ მოდის. პლატფორმის ოფიციალური ვებსაიტის თანახმად, პროტოკოლმა 18 მილიონი დოლარი მოიზიდა, ხოლო TUK– ის ნიშნების ბოლო ვაჭრობა 1,93 აშშ დოლარად განხორციელდა, რაც მომენტალურად 7,1 მილიონი აშშ დოლარის მოგების საწინდარი გახდა.
აღნიშნული აქტივობიდან გამომდინარე, ამჯერად, სექტორი ტაილანდის მარეგულირებლისაგან მკაცრ შემოწმებას გაივლის.
შეგახსენებთ, რომ აპრილში ტაილანდის ერთ-ერთმა უდიდესმა ბანკმა ბიზნესის განვითარების გეგმის ფარგლებში დეცენტრალიზებული ფინანსების სერვისებზე ექსპერიმენტები დაიწყო.
Bangkok Post-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პროგრამას Kasikornbank-ის ტექნიკური შვილობილი კომპანია, Kasikorn Business Technology Group-ი ახორციელებს. ბანკის DeFi–ს გეგმების კომენტირებისას, Kasikornbank-ის თავმჯდომარემ, რუანგროჯ პუნპოლმა განაცხადა:
”DeFi წელს KBank ჯგუფის მთავარი საძიებო პროგრამაა. პროექტი განიხილება ბანკის ციფრული ტრანსფორმაციის პროგრამის მეორე ფაზის ფარგლებში.”