Voyager Digital-ის კვარტალური შემოსავალი მნიშვნელოვნად გაიზარდა

0
1437

Voyager Digital-ი კვარტალური შემოსავლის 16-ჯერ ზრდას ვარაუდობს.

საცალო კრიპტო სავაჭრო და სარგებლიანობის პლატფორმა, Voyager Digital-მა კიდევ ერთი დიდი მოგება მიიღო. ამ პერიოდისთვის მთლიანი შემოსავალი 60.4 მილიონი დოლარი იყო, რაც 16–ჯერ აღემატება წინა კვარტლის მოგებას.

2021 წელს გაიზარდა სავაჭრო მოცულობებიც, რამაც კომპანიის შემოსავლების მასიური ზრდა გამოიწვია. პირველ კვარტალში 5 მილიარდი აშშ დოლარის კაპიტალის მოცულობით განხორციელდა ვაჭრობა. Nasdaq–ის მონაცემებით, ამჟამად, პლატფორმას 1,6 მილიონი მომხმარებელი ჰყავს.

Voyager Digital-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და თანადამფუძნებელმა, სტივ ერლიხმა განაცხადა, რომ პლატფორმის წამყვანმა ალტკოინებმა და პროცენტულმა აქტივების შეთავაზებებმა მნიშვნელოვანი წილი მოიპოვეს ბაზარზე.

”ჩვენმა ფოკუსირებამ მონეტების ფართო სპექტრზე ხელი შეუწყო გრძელვადიან ეკონომიკურ მოდელს. ამის შედეგად, მესამე კვარტლის ფისკალური ოპერაციები 50%-მდე გაიზარდა. დღემდე მიღწეული წარმატების გათვალისწინებით, ვფიქრობთ, რომ ჩვენი კომპანია მომავალ კვარტალშიც წარმატებით განაგრძობს ოპერირებას”,- აღნიშნა სტივ ერლიხმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი