ბრაზილიაში ციფრული სექტორი განვითარებას განაგრძობს

0
1036

ციფრული ვალუტის ბირჟამ, OKEx–მა ადგილობრივ საგადახდო კომპანია CuboPay–სთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ განაცხადა. ახალი ამბების გავრცელებისთანავე, ამას მოჰყვა მსგავსი ნაბიჯების გადადგმა სხვა კომპანიების მხრიდანაც, მაგლითად, Crypto.com peer-to-peer პლატფორმა ითანამშრომლებს Localbitcoins-თან.

ბრაზილიის ცენტრალურმა ბანკმა კი განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნული ინტეგრაციების შესახებ არის საუბარი. ბანკის განცხადებაში ასევე საუბარია ქვეყანაში ციფრული ვალუტის სექტორის მნიშვნელობასა და მათ შორის სტაბილკოინის განვითარების პროცესზე.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ სტაბილკოინი ფიზიკური ვალუტის გაფართოებული შესაძლებლობების ნაწილს წარმოადგენს, რომელიც მიზნად ისახავს საცალო გადახდის სისტემის გაუმჯობესებას, ახალი ბიზნეს მოდელების განვითარებასა და რეგიონალურ და გლობალურ ვაჭრობაში ბრაზილიის როლის განმტკიცებას ტრანსსასაზღვრო ეფექტურობის გაზრდის გზით.

სტაბილკოინის კვლევა არის იმ პროექტების ნაწილი, რომელიც ბრაზილიაში გადასახადების სექტორის დახვეწასა და გაუმჯობესებას ემსახურება.

აქამდე გადადგმული ნაბიჯები ბრაზილიის ცენტრალურ ბანკს აძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ მათი ციფრული ვალუტა 2022 წლისთვის უკვე მზად იქნება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი