ციფრული ვალუტის ფასის დაცემამ ინვესტორებს კრიპტოვალუტის გაყიდვა აიძულა

0
1260

მაისის თვის შუა რიცხვებიდან კრიპტოვალუტის ბაზრის მკვეთრმა გაუარესებამ ბევრ კომპანიას ზარალი მიაყენა. ფასის საგრძნობი კლების გამო ციფრული ვალუტის მფლობელები იძულებულნი არიან დაბალ ფასად გაყიდონ თავიანთი კრიპტოვალუტები, რადგან მოსალოდნელია კურსის კიდევ უფრო შემცირება.

ზარალმა 50%-ს გადააჭარბა, რადგან კვირის დასაწყიში დაფიქსირებული შედეგებით ბიტკოინი 60.000-დან 30.000-ზე დაეცა.

ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კრიპტო სავაჭრო კომპანია MicroStrategy დაზარალებულთა სიაშია. მისი აქტივები საგრძნობლად შეამცირა ფასის ვარდნამ.

თუმცა Bitcointreasunities.org– ის თანახმად, კომპანიის მფლობელობაში არსებულმა 92,000 ბიტკოინმა დაახლოებით 1 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც არც თუ ისე ცუდი შედეგია ვარდნის სიჩქარის გათვალისწინებით.

Tesla–მ ასევე იზარალა ამ თვეში, მისი აქციები 18%–ით იყო გაზრდილი 21 მაისამდე, თუმცა ამ კვირის დასაწყისში 5%-იანი კლება მაინც დააფიქსირა.

მიუხედავად იმისა, რომ 12 მაისს, Tesla-მ ბიტკოინის გაყიდვები შეაჩერა კომპანიამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მან თავისი რეზერვებიდან 43,200 ბიტკოინი გაყიდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი