აშშ-ს მარეგულირებლები კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული კანონმდებლობის გადახედვას ითხოვენ

0
1125

აშშ–ს მარეგულირებელმა ორგანოებმა და კანონმდებლებმა შეიძლება გადახედონ კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ კანონმდებლობას. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ერთ დღეში ბიტკოინის ფასი 15.000 დოლარით დაეცა.

“ბლუმბერგის” ინფორმაციის თანახმად, ვაშინგტონის ფინანსურმა მარეგულირებლებმა ჯერ არ იციან, თუ როგორ უნდა მოაწესრიგონ არამდგრადი ბაზრები.

საბანკო მარეგულირებელმა ჩვენება მისცა კაპიტოლჰილზე. ფედერალური სარეზერვო სისტემის ზედამხედველობის ვიცე-თავმჯდომარემ, რანდალ კვარლესმა ისაუბრა საკმარისი რეგულაციების არარსებობის შესახებ. მან დასძინა, რომ ფედერალურ სააგენტოებს დრო სჭირდებათ, რომ განიხილონ სწორი მარეგულირებელი მიდგომა, სანამ შექმნიან მეთვალყურეობის სისტემას.

აშშ-ს ხელისუფლებას ჯერ კიდევ აწუხებს ციფრული ვალუტის ისეთ არალეგალურ საქმიანობაში გამოყენება, როგორიცაა, ფულის გათეთრება, ბაზრებზე მანიპულირება, ჰაკერული თავდასხმები და ა.შ.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ში კრიპტოვალუტის მოგების გადასახადის გაზრდის შესახებ საუბარი აქტიურად მიმდინარეობს.

პრეზიდენტის გეგმის თანახმად, კაპიტალის მოგების გადასახადის მაჩვენებელი 39,6%-მდე გაიზრდება. ამჟამინდელი 20%-ანი საბაზო განაკვეთი ეხება მათ, ვისაც ერთ მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი აქვს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი