SUKU–ს აღმასრულებელი დირექტორი: ბიტკოინის მოპოვების 75% განახლებად ენერგიაზე მოდის

0
1236

კრიპტო სექტორში მაინინგის დროს მოხმარებული ენერგია და მისი ზემოქმედება გარემოზე ბოლო დროს აქტუალური თემა გახდა.

CNBC–მ გამოაქვეყნა ინტერვიუ Blockchain კომპანია SUKU–ს აღმასრულებელ დირექტორთან, იონათან ლაფჩიკთან. ინტერვიუს დროს ის კრიპტოვალუტის მოპოვების საკითხსაც შეეხო.

იონათან ლაპჩიკის მტკიცებით ბიტკოინის მოპოვების 75% განახლებად ენერგიაზე მოდის.

”ჩვენ ვფიქრობთ, რომ 75% რეალური მაჩვენებელია. მაინერები ნამდვილად განახლებადი ენერგიის საშუალებით მუშაობენ. გასაკვირია, რომ ილონ მასკმა არ გაითვალისწინა აღნიშნული საკითხის პრობლემატურობა, სანამ “ტესლას” გადასახადების გადახდის მექნიზმად ბიტკოინს აირჩევდა”,-აღნიშნა SUKU–ს აღმასრულებელმა დირექტორმა.

შეგახსენებთ, რომ “ტესლამ” აღნიშნული ნაბიჯი მარტში გადადგა, როდესაც 1.5 მილიარდი დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა შეიძინა. ამის შემდეგ ილონ მასკმა განმარტა, რომ ის წინააღმდეგია საწვავით მოპოვებული ბიტკოინის გამოყენებისა.

ილონ მასკმა გარკვეული დროით შეაჩერა “ტესლას” გადახდები ბიტკოინში. თუმცა, სავრაუდოა, რომ ეს არის დროებითი ღონისძიება მანამ, სანაამ ბიტკოინი თავის მოპოვების მაქსიმუმს არ მიაღწევს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი