სინგაპურში დაფუძნებული ბანკი კრიპტო მომსახურეობას აფართოებს

0
1137

სინგაპურის საბანკო გიგანტი 2021 წლის პირველ კვარტალში კრიპტოვალუტის მომსახურეობას აფართოებს.

აზიის ერთ-ერთმა უდიდესმა ბანკმა, DBS Private Bank-მა მომსახურეობის გაფართოება ციფრული ვალუტების მზარდი მოთხოვნის ფონზე დაიწყო.

ბანკის ახალი გადაწყვეტილება კომპანიის კერძო კლიენტებს საშუალებას აძლევს ინვესტიცია განახორციელონ და მართონ საკუთარი კრიპტოვალუტები.

გადაწყვეტილება ოთხი კრიპტოვალუტით იქნება მხარდაჭერილი, ესენია: ბიტკოინი, ეთერიუმი, რიპლი და Bitcoin Cash-ი.

”ჩვენი ნდობის სტრუქტურა საშუალებას აძლევს კლიენტებს, რომ კრიპტოვალუტებს კომფორტულად ფლობდნენ. მათ ასევე მშვიდად და უსაფრთხოდ შეეძლებათ საკუთარი კრიპტოვალუტების მართვა”,- განაცხადა DBS Private Bank-ის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ჯოზეფ პუნმა.

მისი თქმით, კრიპტოვალუტაში ინვესტიციების განხორციელების სურვილი ძალიან ბევრმა კლიენტმა გამოთქვა.

უნდა აღინიშნოს, რომ ბანკი ასევე თანამშრომლობს საინვესტიციო ბანკ JPMorgan-თან და კომპანია Temasek-თან, რათა Blockchain ტექნოლოგიის დახმარებით გააუმჯობესოს ტრანსსასაზღვრო გადახდები.

შეგახსენებთ, რომ მარტში JPMorgan Chase–მა შეიმუშავა ახალი სესხის ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას მისცემს მომხმარებლებს სამომხმარებლო კალათაში არსებულ კრიპტოვალუტებზე წდომა ჰქონდეთ.

კალათაში 11 კრიპტოვალუტაა ხელმისაწვდომი, რომელიც რეგისტრირებულია და ლეგალურია შტატების ტერიტორიაზე.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი