ციფრული იუანის ტესტირება წარმატებით გრძელდება

0
1218

ჩინეთის სახალხო ბანკის ციფრული ვალუტის ინსტიტუტი და ჰონგ-კონგის სავალუტო ორგანო სწრაფად მიწევენ წინ საზღვარგარეთ გადასახადების გადახდისათვის ციფრული იუანის გამოყენების ტესტირების პროცესში.

Bloomberg–ის ცნობით, ამ კვირაში HKMA–ს თანამშრომლებმა დაადასტურეს, რომ ციფრული ვალუტის ტრანსსასაზღვრო გამოყენების ტესტირების პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა.

თავდაპირველ ტესტირებაში მონაწილეობა მიიღო მრავალმა მხარემ, მათ შორის შერჩევითი წესით წარმოდგენილმა მოვაჭრებმა და ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა.

უნდა აღინიშნოს, რომ ჩინეთში ციფრული იუანის განვითარებამ მსოფლიო მასშტაბით გლობალური კვლევები და სტაბილკოინების გამოცემა დააჩქარა.

უშუალოდ ჩინეთის ცენტრალური ბანკი მონაწილეობდა მრავალრიცხოვან კოლაბორაციულ პროექტებში, რათა შეესწავლა სტაბილკოინის გაცემის მიზანშეწონილობა.

ბანკი იკვლევდა, როგორც შიდა ბანკთაშორის გადასახადებს, ასევე ტრანსსასაზღვრო გადასახადებსაც პარტნიორებთან, რომლებიც მოიცავს ტაილანდის ბანკსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ცენტრალურ ბანკს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი