ნიუ-იორკში შესაძლოა, მაინინგი აიკრძალოს

0
1270

ნიუ–იორკის შტატი ციფრული ვალუტის მაინინგთან დაკავშირებულ კანონპროექტს განიხილავს.

კანონპროექტი კრიპტოვალუტის მაინინგის აკრძალვას 3 წლის ვადით ითვალისწინებს. შესაძლო აკრძალვის მიზეზი კი ნახშირბადის ჭარბი გამოყოფაა.

ნიუ-იორკის კრიპტო მაინერები შესაძლოა, იძულების წესით დაექვმდებარონ, კრიპტოვალუტის მაინინგის აკრძალვას. კანონპროექტი, ცოტ ხნის წინ, გადაეცა ნიუ-იორკის გარემოს დაცვის კომიტეტს განსახილველად.

კანონპროექტი განიხილება შტატის სენატში. აღნიშნული კანონპროექტის ინიციატორი რამდენიმე სენატორი გახდა, მათ შორის დემოკრატების სენატორი კევინ პარკერი, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების კომიტეტის თავჯდომარე, ასევე სენატორი რეიჩელ მეი და სასოფლო სამეურნეო რესურსების საკანონმდებლო კომისიის თავმჯდომარე.

კანონპროექტი მიზნად ისახავს უფრო მკაცრი რეგულაციებს მაინინგის ცენტრებისთვის. მაგალითად, გარემოზე ზემოქმედების განხილვის მოთხოვნას, რაც ხელს შეუშლის კრიპტო მაინინგს, თუ ობიექტი არ შეესაბამება ნიუ-იორკის კლიმატის ცვლილების მიზნებს.

კანონპროექტის ერთ-ერთი მიზანია კრიპტოვალუტის მოპოვების ცენტრების მუშაობაზე მორატორიუმის შექმნა. კერძოდ, საწვავზე დაფუძნებული მაინინგიდან გარემოზე ზემოქმედების შენელება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი