Blockcap-ი ორი წელში მნიშვნელოვნად გაფართოვდება

0
1095

Blockcap-ი 2023 წლისთვის 50.000 ბიტკოინის მაინერის დანადგარის ფუნქციონირებას გეგმავს.

ჩრდილოეთ ამერიკის კრიპტო მაინინგის ერთ-ერთმა უდიდესმა კომპანიამ განაცხადა, რომ მან შეიძინა დამატებითი 8,000 დანადგარი და დაიწყო სხვა კრიპტოვალუტების მოპოვება.

Blockcap–მა განცხადებაში აღნიშნა, რომ 2022 წლის ბოლოსთვის დაგეგმილი აქვს 50,000-ზე მეტი დანადგარის შეძენა.

ამჟამად Blockcap-ი 12,000 – ზე მეტ მაინინგის დანადგარს ფლობს, რაც დაახლოებით 6,6 ბიტკოინს ყოველდღიურად წარმოშობს. ეს კი დაახლოებით 380,000 დოლარს შეადგენს.

კომპანიამ დასძინა, რომ იგი აჩქარებს თავის გადასვლას სხვა კრიპტოვალუტების მოპოვებაში, მათ შორის ეთერიუმში.

განცხადების თანახმად, ექსპლუატაციაში ეთერიუმის დანადგარების დამატება წამში 1,229 ტერაჰაშს შეადგენს, ანუ ეთერიუმის ქსელის დაახლოებით 0,21%-ია.

”Blockcap- ის ზრდის სტრატეგია ორიენტირებულია სხვადასხვა peer-to-peer ციფრული ვალუტების მაინინგზე, რათა მათი გამოყენებით, მოხდეს მომხმარებლების ცხოვრების გაუმჯობესება. ჩვენ ვცდილობთ ხელი შევუწყოთ ინფრასტრუქტურის განვითარებას, რომელიც აუცილებელია ციფრული ვალუტების ტექნოლოგიის მასობრივი მიღებისთვის, რათა ადამიანებმა შეძლონ მონაწილეობა მიიღონ გლობალურ ფინანსურ სისტემაში.”- აღნიშნა Blockcap-ის აღმასრულებელმა თავმჯდომარემ და დამფუძნებელმა, დარინ ფეინშტაინმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი