ინდონეზიამ კრიპტოვალუტაზე შესაძლოა, მოგების გადასახადი დააწესოს

0
1116

ინდონეზიის მარეგულირებელი კრიპტოვალუტის ოპერაციებზე გადასახადის დაწესებას განიხილავს.

ინდონეზიის მარეგულირებელი სააგენტო, რომელიც ასევე ცნობილია როგორც Bappebti, განიხილავს გადასახადის დაწესებას კრიპტოვალუტის ყველა ოპერაციაზე, რომელიც ქვეყანაში რეგულირებად ბირჟებზე მიმდინარეობს.

ამჟამად, მარეგულირებლის მეთვალყურეობის ქვეშ ხვდება კრიპტოვალუტის 13 ბირჟა.

ამჟამად ინიციატივა გადის შიდა განხილვას Bappebti-ში. თუმცა გადასახადის რეალური განაკვეთი ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ინდონეზიაში მარეგულირებელი უწყება საკმაოდ გააქტიურდა, რადგან ქვეყანაში ციფრული ვალუტებზე მოთხოვნა მომხმარებლების მხრიდან გაიზარდა.

2021 წლის თებერვალში სააგენტომ დაადგინა 13 სავაჭრო პლატფორმა, რომელსაც ლიცენზია მიანიჭა.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის ზაფხულში ინდონეზიის მთავრობის გადაწყვეტილებით კრიპტოვალუტას ლეგალური სტატუსი მიენიჭა.

უნდა აღინიშნოს, რომ მანამ, სანამ ქვეყანა ციფრულ ვალუტას ლეგალური აქტივის სტატუსს მიანიჭებდა, იქამდე რამდენიმე თვის განმავლობაში სპეციალისტების მიერ დაკომპლექტებულმა ჯგუფმა კრიპტოვალუტის დადებითი და უარყოფითი მხარეები შეისწავლა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი