ნიგერიის სასტუმრო გადახდის ფორმად ბიტკოინს მიიღებს

0
1136

ნიგერიის ერთ-ერთი სასტუმრო ბიტკოინით გადახდას დაუშვებს.

როგორც ცნობილია, ნიგერიის ქალაქ ლაგოსის ძვირადღირებული სასტუმრო ბიტკოინს გადახდის სახით მიიღებს, როგორც მის მთავარ სარეზერვო ვალუტას, რადგან ინფლაციასთან დაკავშირებული პრობლემები გრძელდება და საფრთხეს უქმნის აფრიკის ეკონომიკას.

სასტუმრომ დაადასტურა ადგილობრივ მედია საშუალებასთან, რომ ისინი ბიტკოინის მიღებას სულ მალე დაიწყებენ. George Residence-ი კლიენტებს სთავაზობს ძვირადღირებულ სასტუმროებსა და პრემიუმ აპარტამენტებს ბიტკოინს Coinvest Africa-ს მეშვეობით. Coinvest Africa კრიპტოვალუტის რეგიონალურ საბროკერო კომპანიას წარმოადგენს.

კომპანიის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ აღნიშნული თანამშრომლობა მომავალში მეტად გაღრმავდება.

”ბიტკოინი ჩვენს სტუმრებს საშუალებას მისცემს უფრო სწრაფად და უსაფრთხოდ ისარგებლონ იმ კომფორტით, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ. ჩვენს მოსახლეობას სურს სიმარტივე და ჩვენ აღფრთოვანებული ვართ ამ შესაძლებლობით”,-აღნიშნულია სასტუმროს განცხადებაში.

2016 წლიდან ნიგერიის ინფლაციის დონე საკმაოდ მაღალი იყო. ცოტა ხნის წინ, ინფლაციამ 17,33%–ს მიაღწია. ყველაზე მაღალი ნიშნულის შემდეგ, რაც 2017 წლის თებერვლის შემდეგ დაფიქსირდა.

ეს უკანასკნელი კი, რა თქმა უნდა, COVID-19– ის პანდემიამ გაამწვავა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი