მაიამის ღამის კლუბში კრიპტოვალუტით გადახდა შესაძლებელი გახდება

0
1115

მაიამის ღამის კლუბი ბიტკოინს გადახდის ფორმად მიიღებს.

E11even Miami, ღამის კლუბი, რომელიც COVID-19 პანდემიის პერიოდში უფუნქციოდ იყო დარჩენილი ხელახლა იხსნება. კლუბი აცხადებს, რომ ამჯერად გადახდის მეთოდებს ბიტკოინი და სხვა კრიპტოვალუტები დაემატება.

ცოტა ხნის წინ, კლუბის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ კრიპტოვალუტის მიღება მალე დაიწყება.

ამასთანავე, ცნობილი გახდა, რომ ციფრული ვალუტის გამოყენებით მომხმარებლებს შეეძლებათ დაჯავშნონ მაგიდები, შეიძინონ სასმელები და სხვა პროდუქტი, რაც კლუბის ტერიტორიაზე იქნება ნებადართული და ხელმისავდომი. მხარდაჭერილი კრიპტოვალუტების ჩამონათვალში შედის: ბიტკოინი, ბიტკოინ Cash-ი, რიპლი და Dogecoin-ი.

გადახდის ახალი მეთოდის უზრუნველსაყოფად, E11even-ს პარტნიორობა გაუწია კრიპტოვალუტის მსხვილმა კომპანიამ, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელი კომპანიაა.

Miami Herald–ი იუწყება, რომ ეს ნაბიჯი კლუბისაგან სრულიად ლოგიკურია, რადგან მათი მუდმივი მომხმარებლების უმრავლესობა სულ უფრო ხშირად კრიპტო სამყაროს სიახლეებში ხვდება.

კლუბი 23 აპრილს გაიხსნება და პანდემიის შემდეგ ეცდება, რომ საზოგადოებისთვის ორმაგად მიმზიდველი გახადოს მომსახურეობა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი