Lockheed Martin-ი Blockchain ტექნოლოგიაში ინტეგრირდება

    ამერიკის შეერთებული შტატების კოსმოსური და თავდაცვის კონტრაქტორმა, Lockheed Martin–მა ხელი მოაწერა შეთანხმებას SyncFab–თან, “სილიკონის ველის” განაწილებულ საწარმოო პლატფორმასთან.

    აღსანიშნავია, რომ “სილიკონის ველი” სან-ფრანცისკოს სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. ეს არის ადგილი, სადაც ინდუსტ­რიის მაღალტექნოლოგიური ობიექტებია განთავსებული.

    კომპანია შვეიცარიის მასშტაბით მიმწოდებლის შესაძლებლობების გამარტივებაზე მუშაობს, რათა Blockchain ტექნოლოგია კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს.

    ხელშეკრულების თანახმად, SyncFab-ი უზრუნველყოფს Lockheed Martin-ის პირდაპირ წვდომას მიწოდების ჯაჭვის პლატფორმაზე, რომელიც კომპანიის Blockchain-ზეა აგებული.

    შეგახსენებთ, რომ 2020 წელს მონაცემთა დაცვის მიზნით აშშ-ს კოსმოსურმა ძალებმა Blockchain კომპანია Xage Security-სთან თანამშრომლობა დაიწყო.

    კომპანია პროექტისთვის Blockchain ქსელზე დაფუძნებულ Xage Security Fabric გადაწყვეტილებას გამოიყენებს.

    კომპანიამ განაცხადა, რომ Xage Security Fabric-ს აქვს ერთიანი პლატფორმა, რომელსაც შეუძლია დაიცვას ყველა სისტემა და ჰაკერებს ინფორმაციის მიღების საშუალება არ მისცეს.

    პროექტი უზრუნველყოფს სატელიტების უსაფრთხოდ ფუნქციონირებასაც.

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *