Nexo-ს მომხმარებელი სასამართლოში უჩივის

0
1292

Nexo–ის წინააღმდეგ კალიფორნიის მკვიდრმა, ჯუნჰან ჯეონგმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

საჩივარი ადანაშაულებს Nexo–ს, რომელიც ამერიკაში დაარსებული კრიპტო სესხის გამცემი კომპანიაა, მომხმარებელთა შეთანხმების დარღვევაში, რადგან შეაჩერეს რიპლის სესხის უზრუნველყოფა, მომხმარებლების წინასწარი შეტყობინების გარეშე.

შეჩერება მოჰყვა მარეგულირებლების იურიდიულ ქმედებას Ripple Labs-ის წინააღმდეგ 22 დეკემბერს ფასიანი ქაღალდების არარეგისტრირებული შეთავაზებების განხორციელების გამო. Nexo საშუალებას აძლევს მომხმარებლებს ისესხონ ტრადიციული ვალუტა ან სტაბილკოინები ზედმეტად უზრუნველყოფილი სესხების გამოყენებით, რომლებსაც მხარს უჭერს კრიპტოვალუტები.

იმ შემთხვევაში, თუ კრიპტო ბაზრებზე ფასების რყევებმა გამოიწვია სასესხო ვალდებულებების შეუსრულებლობა, პლატფორმას წესით უნდა შეესრულებინა ღირებულების გადაფარვა, რაც დაასტაბილურებდა თანაფარდობას.

მომჩივანი ირწმუნება, რომ Nexos– მა რეაგირება მოახდინა მარეგულირებლის განცხადებაზე. შეაჩერა რიპლით გირაოს გამოყენება, შედეგად კი სესხების უზრუნველყოფა 23 დეკემბერს შეწყდა.

ამის გამო ბევრმა მომხმარებელმა ვეღარ შეძლო თავისი სასესხო პოზიციების მხარდაჭერა. ახლა კი Nexo-ს კიდევ არაერთი სარჩელი ემუქრება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი