5 მარტს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1262

კვირას, 4 მარტს ციფრული ვალუტების ბაზარმა მცირედიდ დაიკლო. ბიტკოინის კურსი 60.000 დოლარის დონეს ჩამოსცდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ბიტკოინის ღირებულება მხოლოდ 1%-ით შემცირდა. უნდა აღინიშნოს, რომ 5 მარტს კრიპტოვალუტის კურსი 57.800 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

რაც შეეხება მეორე უდიდეს ციფრულ ვალუტას ეთერიუმს: უნდა აღინიშნოს, რომ ეთერიუმმა პოზიციები გაიუმჯობესა. 2 მარტს ეთერიუმის ფასის ნიშნული პირველად ასცდა 2.000 დოლარის დონეს.

ამ ეტაპზე შესაძლოა, ითქვას, რომ ალტკოინი ინარჩუნებს პოზიციებს. ეთერიუმის ფასი კვლავ 2.000 დოლარის ფარგლებში მოძრაობს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ეთერიუმის ფასმა უმნიშვნელო შემცირება განიცადა. კრიპტოვალუტის ღირებულება დაახლოებით 0.2%-ით შემცირდა.

კვირის განმავლობაში ეთერიუმის კურსი თითქმის 20%-ით არის გაუმჯობესებული.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 5 მარტს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით ტრილიონ 976.2 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი