გერმანიის მარეგულირებელი კრიპტო ინვესტორებს აფრთხილებს

0
1476

გერმანიის ფედერალური ფინანსური ზედამხედველობის ორგანო მომხმარებელს კრიპტოვალუტის ინვესტიციების დროს არსებული რისკების შესახებ აფრთხილებს.

მარეგულირებელმა პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც საუბარია მომხმარებლების დაცვაზე. პოსტში განსაკუთრებული ყურადღება იმ ინვესტორებს დაეთმოთ, ვინც ბიტკოინით და სხვა კრიპტოვალუტებით ვაჭრობენ.

მარეგულირებლის თანახმად, ინვესტორებმა უნდა გაითვალისწინონ კრიპტო ინვესტიციების განხორციელებისას 100%–იანი ზარალის რისკები.

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის დეპუტატები კვლავ მუშაობენ ციფრული ვალუტების კანონმდებლობის შესაქმნელად, გერმანიის მარეგულირებელ ორგანოებს უკვე აქვთ გარკვეული სამართლებრივი ბაზა.

კრიპტო პროვაიდერებს, ბირჟებს და სხვა ბიზნესებს გერმანიაში შეუძლიათ ფუნქციონირება ქვეყნის მარეგულირებლის მიერ გაცემული ლიცენზიით.

შეგახსენებთ, რომ 2020 წელს გერმანიის ერთ-ერთმა ბანკმა, Hauck & Aufhäuser-მა თავისი ციფრული ვალუტის ფონდი შექმნა.

”ჩვენ ვხედავთ, რომ კრიპტოვალუტები სულ უფრო მიმზიდველი ხდება ინსტიტუციური ინვესტორებისთვის. ჩვენი პირველი კრიპტო ფონდის ამოქმედებით, Kapilendo-სთან ერთად, შევქმენით ინოვაციური საინვესტიციო მანქანა, რომელიც მომხმარებლებს აძლევს იაფ და უსაფრთხო წვდომას ციფრულ ვალუტებზე. ასევე აკმაყოფილებს Hauck & Aufhäuser-ის ხარისხის სტანდარტებს და მაღალ მოთხოვნებს”,-აღნიშნა ბანკის მმართველი საბჭოს წევრმა, ჰოლგერ სეპმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი