ტაილანდი მარეგულირებელი სისტემის განვითარებას განაგრძობს

0
1225

2021 წელს ტაილანდი რეგულირების მხრივ მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამს. ამასთანავე, ქვეყნის ცენტრალური ბანკი სტაბილკოინის განვითარებას განაგრძობს.

ბანკი გეგმავს რეგულაციების გამკაცრებას. დაგეგმილია უცხოური ვალუტით გამყარებული სტაბილური მონეტების დარეგულირება, მაგრამ არა დეცენტრალიზებული კრიპტოვალუტებისა, როგორიცაა, მაგალითად, ბიტკოინი ან ეთერიუმი.

ამისათვის, ბანკმა განაცხადა, რომ ინვესტორებს შეუძლიათ შეაფასონ საკუთარი რისკები თავდვე. ბანკის წარმომადგენლები კი მხოლოდ რეკომენდაციებით შემოიფარგლებიან.

აღნიშნული რეგულაციები ითვალისწინებს სინგაპურის, იაპონიისა და გაერთიანებული სამეფოს მაგალითებს, რაც გულისხმობს, რომ ლიცენზიების მისაღებად საჭირო იქნება ქვეყნის ცენტრალური ბანკის თანხმობა.

ასევე სარისკო ოპერაციების შემთხვევაში კლიენტები გაივლიან შემოწმებას ბანკის ანალიტიკოსებთან და მაქიმალურად იქნება თავიდან აცილებული ფულის გათეთრების შემთხვევები და თაღლითობის რისკები.

ცენტრალური ბანკის მმართველის თანაშემწემ, სირიტიდა აიუდჰიმ ბრიფინგის დროს აღნიშნა, რომ ბანკი გაითვალისწინებს ბაზრის მარეგულირებლისა და მონაწილეების მოსაზრებებს, სანამ გარკვეულ ზომებს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ამ კვირაში, ფინანსურმა ინსტიტუტმა გააფრთხილა მოქალაქეები Thai Baht Digital-ის შესახებ. Bangkok Post-ის თანახმად, 18 მარტს, ცენტრალურმა ბანკმა მოქალაქეებს განუცხადა, რომ Thai Baht Digital-ს არ აქვს სამართლებრივი გარანტიები და დაცვა. ამიტომ მომხმარებლები შეიძლება იყვნენ კიბერ ქურდობის ან ფულის გათეთრების რისკის ქვეშ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი