ტაილანდის ბანკი რიპლის საშუალებით ევროსა და ფუნტის გადარიცხვის სისტემას ამატებს

0
3237

ტაილანდის Siam ბანკს რიპლის Blockchain-ზე დაფუძნებული ორი ახალი კრიპტოვალუტის პლატფორმა დაემატა.

Bangkok Post-ის ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს Siam ბანკს ევროს და ბრიტანული გირვანქა სტერლინგის საზღვარგარეთ გადარიცხვის სისტემა ექნება, რომელიც აღჭურვილია რიპლის ტექნოლოგიით.

ბანკის სტრატეგიების დაგეგმვის სამსახურის ხელმძღვანელმა, არაკ სუტივონგის განცხადებით, ახალი სავალუტო პარამეტრების მიღება მას შემდეგ გადაწყდა, რაც ბანკმა ქვეყნაში ევროსა და ფუნტი სტერლნგის დიდი ოდენობით შემოდინება შენიშნა.

არაკ სუტივონგის თქმით, ციფრული ვალუტა თავდაპირველად ორიენტირებული საზღვარგარეთის გადარიცხვებზე იქნება.

გარდა ევროსი და გირვანქა სტერლინგისა ასევე, იგეგმება იაპონური იენის გადარიცხვების პარამეტრების დამატება.

Siam ბანკი იაპონიის და სამხრეთ კორეის 60-ზე მეტი ბანკის გაერთიანების წევრია, რომელიც რიპლის Blockchain პილოტის გამოყენებაზე მუშაობს.

შეგახსენებთ, რომ Siam ბანკმა გასულ წელს განაცხადა, რომ 2017 წლის ივნისიდან ფულადი გზავნილების ოპერაციები, Blockchain-ის დახმარებით, საზღვარგარეთ შესაძლებელი იქნებოდა. ეს განცხადება პირდაპირ დაკავშირებული იყო ტაილანდის საზღვრებს მიღმა მცხოვრებ მოქალაქეებთან. ბანკის ეს ნაბიჯი იაპონიაში მცხოვრებ ტაილანდელებს საშუალებას მისცემდა გარკვეული კაპიტალი ტაილანდში საკუთარი ოჯახისთვის გადაეგზავნათ. ტაილანდის მხრიდან, ამ პროცესებს მეთვალყურეობას ქვეყნის ცენტრალური ბანკი გაუწევდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი