ბოლო ორი დღის განმავლობაში ციფრული ვალუტების კურსი მერყევი იყო. გუშინ, კრიპტოვალუტის ბაზარი ზრდის ტენდენციას აფიქსირებდა, მაგრამ 2 მარტის მონაცემებით, ფასებს მნიშვნელოვანი ცვლილება არ განუცდია.
გუშინ ბიტკოინის კურსი 50.000 დოლარის ნიშნულს მიუახლოვდა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ბიტკოინის ყველაზე მაღალი დონე კი 49.784-ს შეადგენდა. თუმცა კრიპტოვალუტამ 24 საათით ვერ შეძლო ამ მონაცემის შენარჩუნება.
2 მარტს, დღის ბოლოს, ბიტკოინის ფასის ნიშნული 47.800 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.
რაც შეეხება ეთერიუმს: დღეს ალტკოინის კაპიტალიზაცია 171 მილიარდ დოლარს შეადგენდა.
ბოლო მონაცემების მიხედვით, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ეთერიუმის ფასის ნიშნული 2.77%-ით არის შემცირებული. გუშინ ეთერიუმის კურსი 1.416-სა და 1.567 დოლარს შორის მოძრაობდა.
კვირის განმავლობაში კი ეთერიუმის კურსის ნიშნული 1.433-დან 1.300 დოლარამდე შემცირდა. უნდა აღინიშნოს, რომ 1.300 დოლარი ეთერიუმისთვის ცუდი შედეგი არ არის. თუმცა წინა პერიოდის ზრდის ტენდენციის ფონზე ფასის კლება არცთუ პოზიტიური ნიშანია.
შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 2 მარტს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით ტრილიონ 462.4 მილიარდ დოლარს შეადგენდა.