მომდევნო თვეს ტაილანდი კრიპტოვალუტას რეგულაციას დაუწესებს

0
2152

ტაილანდის ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა მხარდაჭერა გამოუცხადა კრიპტოვალუტისა და ICO-ს რეგულაციებს.

კორნ ჩატიკავანი 2008 წლის ბოლოს და 2011 წლის შუა პერიოდამდე ქვეყნის ფინანსთა მინისტრის პოზიციას იკავებდა. ახალა კი, ახლა ტაილანდის Fintech ასოციაციის თავმჯდომარეა.

გასულ კვირას კორნ ჩატიკავანიმ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი ორგანიზაცია მხარს უჭერს ტაილანდის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიის გეგმას, რომელიც კრიპტო ტექნოლოგიებისთვის გარკვეული რეგულაციების შემოღებას ითვალისწინებს.

“თანხმობას ვუცხადებ ფინანსთა სამინისტროს პოზიციას, რომ ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისია ციფრული აქტივების მართვის ერთადერთი უწყება უნდა იყოს. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ ის აკონტროლებს ფასიან ქაღალდებს და აქვს ციფრული აქტივების სიღრმისეული ანალიზის უნარი”,- განაცხადა კორნ ჩატიკავანიმ.

ყოფილი ფინანსთა მინისტრის კომენტარები რამდენიმე თვის განმავლობაში საჯარო კონსულტაციის პერიოდს მოჰყვა. კონსულტაციების შედეგია token-თან დაკავშირებული წესების შემოღება.

საჯარო კონსულტაციის დასრულების შემდეგ, გასულ ოთხშაბათს, მთავრობის წარმომადგენლების ერთობლივ შეხვედრაზე სახელმწიფო უწყებებმა განაცხადეს, რომ ისინი შეთანხმდნენ მომდევნო თვეში კრიპტოვალუტისა და ICO-ს შესახებ მარეგულირებელი დოკუმენტის მიღების თაობაზე.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი