ბაჰამის კუნძულების ცენტრალური ბანკი Mastercard-თან თანამშრომლობას იწყებს

0
1410

ბაჰამის კუნძულების ცენტრალური ბანკი გლობალური გადახდის გიგანტ Mastercard-თან პარტნიორობას იწყებს. აღნიშნული თანამშრომლობის მიზანი ადგილობრივი ციფრული გადახდის სტარტაპ Island Pay-ს მხარდაჭერაა, რათა მან დაიწყოს ცენტრალური ბანკის Sand Dollar-ისთვის ციფრული ბარათების წარმოება.

განცხადების თანახმად, ბარათი მუშაობს ახალი პროგრამით Mastercard-ისა და Island Pay-ს ხელმძღვანელობით. ბარათი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ციფრული ვალუტა გადააკონვერტირონ ტრადიციულ ბაჰამურ დოლარად და გადაიხადონ ვაჭრობასა და მომსახურებაში.

კომპანიების განცხადებით, ახალი ბარათი მიიღება გადასახადებისთვის კარიბის ზღვის რეგიონში და Mastercard– ისთვის ხელმისაწვდომ სხვა ადგილებში.

სისტემა Island Pay-ს ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული, რომელიც ძირითადად კარიბის ზღვის რეგიონში მუშაობს. კომპანიას აქვს ბაჰამის კუნძულების ცენტრალური ბანკის ლიცენზია. ეს კი ნიშნავს რომ ის მუშაობს, როგორც გადახდის სერვისის მიმწოდებელი და ელექტრონული ფულის ინსტიტუტი.

”Island Pay არის Sand Dollar Mastercard-ის გამცემი. ბარათი ინტეგრირებულია ჩვენს მობილურ საფულეში, რათა მომხმარებლებმა ნახონ ბალანსი და ინფორმაცია ტრანზაქციის შესახებ”,-განაცხადა Island Pay-ს წარმომადგენელმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი