Blockchain სისტემა გამოყენებული იქნება COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში

0
1225

ახალი Blockchain სისტემა კალიფორნიის შტატის მრავალ სკოლაში სტუდენტებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებში COVID-19 ზემოქმედების მართვისა და თვალყურისდევნების მიზნით იქნება გამოყენებული.

COVID-19 პანდემიის დროს მთელ მსოფლიოში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანოების მიერ განხორციელებულმა ახალმა განაცხადებმა და ზომებმა გამოიწვია კამათი იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა დააბალანსდეს ფიზიკურ პირთა პირადი ინფორმაციის დაცულობა.

კალიფორნიაში სერვისულმა ორგანიზაციამ, რომელიც სკოლებს ადმინისტრაციული დახმარების მომსახურებას უწევს, აირჩია პანდემიის მართვის სისტემის დანერგვა, რომელიც პრიორიტეტს ანიჭებს მომხმარებლების მონაცემთა კონფიდენციალურობას.

“Team.Care Network”-ად წოდებული, Blockchain გადაწყვეტა შეიქმნა ჯანდაცვის სფეროში დამწყები კომპანია Solve.Care–ის მიერ და მუშაობს როგორც მობილური პროგრამა (აპლიკაცია). Solve.Care–მა განაცხადა, რომ გამოსავალი სკოლებს დაეხმარება თვალყური ადევნონ COVID-19-ის გავლენას სასწავლო დაწესებულებაში.

Solve.Care–ის აღმასრულებელმა დირექტორმა, პრადიპ გოელმა აღნიშნა, რომ კალიფორნიის დეპუტატებმა სულ უფრო მეტად აღიარეს მონაცემთა კონფიდენციალურობის უფლებების მნიშვნელობა და შექმნეს საკანონმდებლო სისტემა, რომელიც მოსახლეობას დაეხმარება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი