Medicalchain-ი, პლატფორმა, რომელიც განკუთვნილია პაციენტთა სამედიცინო ჩანაწერების Blockchain-ზე განთავსებისთვის ლონდონის Groves Medical Group-თან ითანამშრომლებს. პარტნიორობის მიზანი საპილოტე პროგრამის შექმნაა, რომელიც პაციენტებს კრიპტოვალუტით სამედიცინო მომსახურეობის გადახდის საშუალებას მისცემს.
საპილოტო პროგრამა 2018 წლის ივლისში ჩაეშვება სისტემაში.
პაციენტის ჯანმრთელობის ჩანაწერების შენახვა ისეთ ორგანიზაციებს, როგორებიცაა სამედიცინო დაწესებულებები და ჯანდაცვის სადაზღვევო კომპანიები საშუალებას მისცემს, ნებართვის მოთხოვნის საფუძველზე, პაციენტის ფაილი ზედმეტი პროცედურების გარეშე მიიღონ.
ამ პროგრამის ფარგლებში Medicalchain-ი Civic-თან პარტნიორობით გამოიყენებს უსაფრთხოების პლატფორმას, რომელიც ექიმების ლიცენზიასაც შეამოწმებს.
Medicalchain-ის პლატფორმა პაციენტებისთვის უფასო საფულეს შექმნის, რათა გააკონტროლოს მათი სამედიცინო ჩანაწერები და სამედიცინო მომსახურეობა.
პაციენტებს ნებისმიერი სამედიცინო მომსახურეობისთვის კრიპტოვალუტა MedToken-ით შეეძლებათ გადახდა.
“ჩვენ გვჯერა, რომ ჯანდაცვა გახდება ხელმისაწვდომი და შემცირდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის სერვისები. ჩვენი მიზანი არის ჯანდაცვის მომსახურების გაუმჯობესება არა მხოლოდ დიდ ბრიტანეთში, არამედ მთელ მსოფლიოში. Medicalchain-ით კი, შეგვეძლება ვიყოთ ამ ყველაფრის ნაწილი “,- განაცხადა ექიმმა ვინს გრიპაუდომ, Groves Medical Group-ის ერთ-ერთმა მთავარმა პარტნიორმა.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის მაისში WannaCry-ზე კიბერ თავდასხმის შემდეგ, ლონდონის სამედიცინო და ტექნოლოგიურმა უნივერსიტეტებმა ერთობლივი მუშაობა დაიწყეს, რათა Blockchain-ის გამოყენებით ჯანდაცვის სისტემა უსაფრთხო გაეხადათ.