Celsius–მა 4 მილიონ მომხმარებელზე 250 მილიონი დოლარი გასცა

0
1153

Celsius-ი, კრიპტოვალუტის სესხის ცენტრალიზებული პლატფორმა, აცხადებს, რომ 4 მილიონზე მეტ მომხმარებელზე 250 მილიონი დოლარი გასცა. ეს კი ხაზს უსვამს Blockchain სესხების სწრაფ ზრდას.

Celsius-ის პრესრელიზში ნათქვამია, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში კომპანიას მნიშვნელოვანი ზრდა აქვს.

”Celsius-ი რჩება ფინანსების ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ კომპანიად, რადგან იგი ყოველკვირეულად აღწევს ახალ ეტაპებს”, – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

დეცენტრალიზებული ფინანსური პროტოკოლებისგან განსხვავებით, Celsius-ი მომხმარებელს სთავაზობს ცენტრალიზებულ ალტერნატივას, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, კრიპტო აქტივები შეიტანონ თავიანთ პლატფორმაზე.

აქტივები გადანაწილდება ბირჟებზე და ბაზრის შემქმნელებზე, პროცენტული გადასახადების აბსოლუტური უმრავლესობა გადანაწილდა მეანაბრეებზე.

Celsius-ი კრიპტო ბაზარზე დიდი ხანი არაა რაც მოღვაწეობს, მაგრამ კომპანიას დიდი ისტორია აქვს ნაღდი ფულით გაცემული სესხების შესახებ.

შეგახსენებთ რომ, 2020 წლის მონაცემებით, კომპანიის კაპიტალი დაახლოებით 2,2 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი