Binance Labs-მა Polkadot-ის ეკოსისტემაში 2.4 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა.
Binance Labs–მა მოახდინა 2,4 მილიონი დოლარის მობილიზება, Polkadot პროტოკოლზე დაფუძნებული “ჭკვიანი კონტრაქტების”, Plasm Network-ის A რაუნდის დასაფინანსებლად. Plasm Network–ის დაფინანსების რაუნდი არის პირველი ინვესტიცია, რომელიც განხორციელდა Binance Labs–ის 10 მილიონი დოლარის ფონდის გამოყენებით, Polkadot– ის ეკოსისტემის პროექტების მხარდასაჭერად.
Plasm-ი არის Parachin-ის წამყვანი კანდიდატი Polkadot-ზე, რომელიც მხარს უჭერს ეთერიუმის და Layer-2 მასშტაბის გადაწყვეტილებებს. Binance Labs-ი არის ფინანსური კაპიტალი და კრიპტოვალუტის ბირჟის, Binance-ის ინკუბატორი.
განცხადების თანახმად, Binance Labs–ის ინვესტიცია საშუალებას მისცემს Plasm Network–ს განავითაროს ქსელური მმართველობა, ააგოს ხიდი Polkadot და Ethereum ქსელებს შორის და დააჩქაროს კვლევა და განვითარება.
2020 წლის დეკემბერში Binance Labs-მა 12 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსების რაუნდი ჩაატარა MathH-ისთვის. იმავე წლის აგვისტოში მან სტრატეგიული ინვესტიცია განახორციელა ინვესტიციის დეცენტრალიზებულ პროტოკოლ Audius-ში.