Solana დეცენტრალიზებული ფინანსების ჰაკათონს აცხადებს

0
1619

Solana-მ ჰაკათონი გამოაცხადა, რომლის საპრიზო ფონდი 200,000 დოლარით განისაზღვრა. ჰაკათონი სტარტაპების დაფინანსებას ემსახურება. ჰაკათონი ამ კვირაში დაიწყო და პირველი მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

აღნიშნულ პროექტს მხარს დაუჭერს FTX– ის Project Serum–ის “სემ ბანკმან – ფრიდის” ფონდი. “ბანკმან-ფრიდი” ასევე საპრიზო პაკეტში ცოდნის გაუმჯობესებასაც მოიაზრებს.

”ბევრი ეკოსისტემის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენადაა საზოგადოების მხრიდან დაინტერესება. მე, ნამდვილად კმაყოფილი ვარ Solana-ს ინტერესის ზრდით. რაც აქამდე აშენდა, ეს არის მსოფლიოში ყველაზე სწრაფი, ყველაზე მასშტაბური ქსელური ეკოსისტემა; აღფრთოვანებული ვარ, როდესაც ვხედავ, რომ რამდენიმე მსგავსი პროექტი შემოდის ბაზარზე!”,-აღნიშნა ფონდის ხელმძღვანელმა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ კრიპტო სექტორისთვის კარგად ცნობილი პერსონები: ჯერემი ელაიერი, Aave-ის აღმასრულებელი დირექტორი, სტანი კულეჩოვი და CoinGecko-ს თანადამფუძნებელი, ბობი ონგი.

შეგახსენებთ რომ, 2020 წლის სექტემბერში Solana Blockchain– ზე დაფუძნებული სერვისული ქსელის (BSN) ეკოსისტემის ნაწილი გახდა.

”Solana აღფრთოვანებულია, რომ არის BSN– ის ნაწილი და უზრუნველყოფს დეველოპერებს კომფორტულ წვდომას BSN– ის ინფრასტრუქტურაზე”,-ფაქტთან დაკავშირებით აღნიშნა კომპანიის თანადამფუძნებელმა, ანატოლი იაკოვენკომ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი