ცენტრალური ბანკები სტაბილკოინის შესახებ მსჯელობას განაგრძობენ

0
1273

მედიის მიერ უკვე არაერთი ინფორმაცია გავრცელდა ცენტრალური ბანკების მხრიდან ციფრული ვალუტის შექმნის თაობაზე. ბიტკოინის ფასის მკვეთრი მატების შემდეგ კი საუბარი კრიპტოვალუტის ადაპტაციაზეც მიმდინარეობს.

აშშ-ს ერთ-ერთმა უძველესმა ბანკმა, BNY Mellon–მა განაცხადა, რომ ინსტიტუციონალური ინვესტორების მხრიდან ციფრული ვალუტის საკითხთან დაკავშირებით ზეწოლას განიცდის. ანალოგიურად, 2020 წლის ბოლოს გაჟღერებული ინფორმაცია მიუთითებს იმაზე, რომ Deutsche Bank-ი სტაბილკოინის შექმნაზე მუშაობდა.

მიუხედავად იმისა, რომ ორივე ბანკს აქვს აქტივების მართვის გამოცდილება, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი მზად არიან კრიპტოვალუტის ადაპტაციისთვის.

”ციფრული ვალუტა ტრადიციული აქტივებისგან სრულიად განსხვავდება. კრიპტოვალუტა დეცენტრალიზებულია დიზაინის მიხედვით არის შექმნილი. ის ეყრდნობა სულ სხვა მოდელს, რომლის გამოყენება არსებულ ცენტრალიზებულ, ტრადიციულ საბანკო სამყაროში რთულია. კრიპტოვალუტის დასაცავად საჭიროა ახალი ინფრასტრუქტურისა და მიდგომების შემუშავება”,- განაცხადა ჟან-მიშელ პაილონმა, ლეჯერ ბიზნეს გადაწყვეტილებების ვიცე-პრეზიდენტმა.

განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ბანკები გადაწყვეტენ შექმნან საკუთარი ვალუტა ამისთვის უნდა გაითვალისწინონ შემდეგი: ბანკებს მოუწევთ დაიქირაონ სპეციალური დეველოპერები, უნდა შექმნან მონაცემთა ცენტრები და დაიცვან რეგულაციები. ამ პროცესმა კი შესაძლოა, 6-დან 12 თვემდე გასტანოს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი