JPMorgan Chase-ის თანამმართველი: თუკი ბიტკოინზე მოთხოვნა გაიზრდება, კრიპტოვალუტის სისტემაში ინტეგრაციას მოვახდენთ

0
1403

“აშშ-ს მთავარ საინვესტიციო ბანკს, JPMorgan Chase-ს საბოლოოდ მოუწევს ბიტკოინის სისტემაში ინტეგრაცია”, – მიიჩნევს კომპანიის ერთ-ერთი მმართველი, დენიელ პინტო.

აღმასრულებელმა დირექტორმა CNBC–სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ JPMorgan– ის გადაწყვეტილება ბიტკოინის სერვისების დანერგვის შესახებ დამოკიდებული იქნება კლიენტის მოთხოვნაზე.

მიუხედავად იმისა, რომ ამჟამინდელი მოთხოვნა საკმარისად დიდი არ არის, დენიელ პინტო მოთხოვნის ზრდაში დარწმუნებულია:

”თუ დროთა განმავლობაში შეიქმნება აქტივების კლასი, რომელსაც გამოიყენებენ მენეჯერები და ინვესტორები, ჩვენ უნდა ვიყოთ ამ პროცესში ჩართულები. მოთხოვნა ჯერ არ არის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მალე იქნება”.

აღსანიშნავია რომ, ბოლო პერიოდია JPMorgan–ის სისტემაში ბიტკოინის ადაპტირების შესახებ არაერთი ინფორმაცია გავრცელდა. კომპანიის გლობალური ბაზრების ხელმძღვანელმა, ტროი რორბაუმ აღიარა, რომ ბანკის თანამშრომლები სულ უფრო ხშირად ეკითხებოდნენ ბანკისა და ბიტკოინის სამომავლო გეგმების შესახებ.

კაპიტალიზაციის მაჩვენებელით ბიტკოინმა JPMorgan–საც გაუსწრო. კომპანიის კაპიტალიზაცია 2020 წლის ბოლოს 352 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

შეგახსენებთ რომ, კომპანიის გენერალური დირექტორი, ჯეიმი დაიმონი ბიტკოინის მიმართ არცთუ კეთილგანწყობილია. 2017 წლის სექტემბერში მან ბიტკოინს თაღლითობა უწოდა. ამ დროს ბიტკოინის ფასი დაახლოებით 3.500 დოლარს შეადგენდა. თუმცა სამი თვის შემდეგ, ციფრული ვალუტის კურსი 20.000 აშშ დოლარამდე გაიზარდა.

JPMorgan–ის სტრატეგებმა კი 2020 წლის ოქტომბერში განაცხადეს, რომ ახლო მომავლაში ბიტკოინის ფასი გასამაგდებოდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი