ტაილანდის ფინანსთა მინისტრი კრიპტო ვაჭრობის მიმართ კრიტიკულად არის განწყობილი

0
1191

ტაილანდის კრიპტოვალუტის მზარდი სავაჭრო ბაზარი გარკვეულ შეშფოთებას იწვევს მთავრობის წარმომადგენლებში. ტაილანდის ფინანსთა მინისტრი არ არის კრიპტო ვაჭრობის გულშემატკივარი.

ოფიციალური მონაცემებით, იანვარში, ქვეყანაში ყოველთვიური სავაჭრო მოცულობა სამჯერ გაიზარდა.

“ბლუმბერგის” ინფორმაციით, ტაილანდის ფინანსთა მინისტრმა საზოგადოება გააფრთხილა, რომ კრიპტო სპეკულაციურმა მანიამ შეიძლება სავალალო გავლენა მოახდინოს ტაილანდის ბაზარზე.

მან ხაზი გაუსვა სავაჭრო საქმიანობის მასობრივ ტალღას, რომლის შედეგადაც იანვრის თვეში ტაილანდის რეგულირებად ბირჟებზე კრიპტო მოცულობამ 65 მილიარდ ბატს ( 2,17 მილიარდი დოლარი) მიაღწია.

2020 წლის დეკემბერში დაფიქსირებული ვაჭრობის მთლიანი მოცულობა იყო დაახლოებით 19 მილიარდი ბატი (630 მილიონი დოლარი) – 2021 წლის იანვრის მაჩვენებლის დაახლოებით მესამედი. მინისტრმა კომენტარი ტრეიდერების მისამართითაც გააკეთა:

”კრიპტოვალუტებს უდიდესი რისკი ახლავს. რისკის შესახებ ინფორმირებულობა დაეხმარება ინვესტორებს, რომ თავიდან აიცილონ ციფრული ვალუტებისგან მომდინარე ზედმეტი სპეკულაციები”.

შეგახსენებთ რომ, ტაილანდის ცენტრალური ბანკი საკუთარი სტაბილკოინის შექმნაზე მუშაობს. აღსანიშნავია რომ, ბანკის მიერ გამოსაშვები ციფრული ვალუტა ეფექტური გადახდის სისტემის შემოღებას ისახავს მიზნად.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი