Grupo Salinas-ის თავმჯდომარე ბიტკოინის მფლობელია

0
1491

კონგლომერატის Grupo Salinas-ის თავმჯდომარის და მექსიკის მესამე ყველაზე მდიდარი ადამიანის, რიკარდო სალინას პლიეგოს ქონება სულ მალე 13 მილიარდამდე გაიზრდება. პლიეგოს “ტვიტერის” 840,000-მდე მომხმარებელმა ცოტა ხნის წინ შენიშნა, რომ მან ბიოგრაფიული მონაცემები შეცვალა. რიკარდო სალინას პლიეგო თავს ბიტკოინის მომხმარებლად წარმოაჩენს.

აღნიშნული ცვლილება იმ დროს მოხდა როდესაც პირველად ბოლო 23 დღის განმავლობაში ბიტკოინის ფასმა 40.000 დოლარის დონეს გადააბიჯა და 44.000 დოლარს მიაღწია.

2020 წლის დეკემბერში მედიასთან საუბრისას, Grupo Salinas-ის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მან პირველად 2013 წელს ბიტკოინი 200 დოლარად იყიდა. მოგვიანებით კი, შემდეგი შესყიდვა 2017 წლის ბოლოს განახორციელა, როდესაც ფასმა 17.000 დოლარის დონე დასძლია.

რიკარდო სალინას პლიეგომ ციფრულ ვალუტაზე თქვა, რომ ეს არის საუკეთესო ინვესტიცია. გასული წლის ნოემბერში მან აღნიშნა, რომ მისი პორტფელის 10% ბიტკოინში იყო ინვესტირებული.

65 წლის მილიარდერმა ბიტკოინი შეიძინა, მანამ სანამ კრიპტოვალუტა ყველა დროის ყველაზე მაღალ მაჩვენებლებს მიაღწევდა. მიმდინარე პერიოდში ბიტკოინის ფასის ზრდის პარალელურად რიკარდო სალინას ინვესტიციაც გაორმაგდა.

ამასთანავე, მან განაცხადა, რომ უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში ციფრული ვალუტის გაყიდვას არ აპირებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი