ჩინეთის ცენტრალურ ბანკის ყოფილი თანამშრომელი, ვაი კინ ჩიმი BitMEX– ის კომპანიას, 100x Group-ს შეუერთდა.
ვაი კინ ჩიმი დამოუკიდებელ აღმასრულებლად დანიშნეს კვირის დასაწყისში. აღმასრულებელი საბჭოს წევრი მონაწილეობს კომპანიის პოლიტიკის შემუშავებასა და დაგეგმვაში, აგრეთვე ახორციელებს აღმასრულებელი დირექტორების მონიტორინგს და მოქმედებს აქციონერების ინტერესების შესაბამისად.
ამასთანავე, ის არ შედის აღმასრულებელი გუნდის შემადგენლობაში.
ჩინეთის სახელმწიფო ბანკში მუშაობის 30 წლიანი გამოცდილება მთავარი საკრედიტო ოფიცრის პოზიციაზე, ასევე საერთაშორისო საბანკო საქმის, კორპორატიული მმართველობისა და რისკების მენეჯმენტის ცოდნა ვან კინ ჩიმს აღნიშნულ პოზიციაზე უკონკურენტოს ხდის.
100x-ის სპიკერმა მედიასთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ ჩიმი ამჟამად ჰონგ-კონგში დაფუძნებულ OCBC Wing Hang Bank- ის დამოუკიდებელ აღმასრულებელ დირექტორად მუშაობს.
შეგახსენებთ რომ, BitMEX-ი კონსულტაციას უწევს აშშ-ს ფასიანი ქაღალდების კომიტეტს ახალი მარეგულირებელი კანონმდებლობების შექმნაში. შესაბამისად, მათ სჭირდებათ საერთაშორისო მხარდაჭერა, რაც ამჯერად ჩინეთის ბაზარზე შესვლით მოახერხეს.