2 თებერვალს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1188

სამშაბათს, 2 თებერვალს კრიპტოვალუტების ბაზარი სტაბილურად განაგრძობდა ზრდას. უნდა აღინიშნოს, რომ ციფრული ვალუტების კურსმა პირველ თებერვლიდან განსაკუთრებული ზრდის ტენდენცია დააფიქსირა.

გუშინ ბიტკოინის კურსი 34.000 დოლარის ზღვარს ასცდა. დღის ბოლოს კრიპტოვალუტაზე ვაჭრობა 33.537 დოლარზე დაიხურა. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კრიპტოვალუტამ 10%-ით მოახერხა ფასის გაზრდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ბიტკოინი მთლიანი ბაზრის 62.2%-ს იკავებს.

რაც შეეხება ეთერიუმს: ბოლო 24 საათის განმავლობაში ალტკოინის კურსი დაახლოებით 9.42%-ით გაუმჯობესდა. ეს კი ნიშნავს, რომ კრიპტოვალუტა ცდილობს, რომ 1.600 დოლარის ნიშნულს მიუახლოვდეს.

მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ უკანასკნელი 7 დღის განმავლობაში ეთერიუმის ფასის ნიშნული 12.37%-ით გაიზარდა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 2 თებერვალს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 1.038.351.269.422 დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი