ირლანდიის ცენტრალური ბანკის მმართველი კრიპტო ინვესტორებს აფრთხილებს

0
1163

ირლანდიის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი ციფრული ვალუტის ინვესტორებს მოსალოდნელი საშიშროების შეასახებ აფრთხილებს.

გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ბიტკოინის ფასი საგრძნობლად გაიზარდა გებრიელ მაკლოუფის აზრით, ამას დანაკარგიც შეიძლება მოჰყვეს.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს რომ, ანალიტიკოსები ბიტკოინის კურსის კიდევ უფრო ზრდას პროგნოზირებენ. ამის პარალელურად ქვეყნის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ბიტკოინი გლობალურ ფინანსურ სტაბილურობას საფრთხეს ვერასოდეს შეუქმნის.

ის ასევე ეთანხმება დიდი ბრიტანეთის მარეგულირებლის ბოლოდროინდელ განცხადებას.

”როგორც გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, თუ ადამიანებს სურთ ინვესტიცია გააკეთონ ბიტკოინში, ისინი მზად უნდა იყვნენ მთელი ფულის დასაკარგად. რა თქმა უნდა, მე, ამ მოსაზრებას ვეთანხმები”,- აღნიშნა გებრიელ მაკლოუფიმ.

მისი აზრით, მომხმარებელთა დაცვა ახლა ადგილობრივი მარეგულირებლის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა, რადგან ინვესტორები აშკარად განიხილავენ კრიპტოვალუტებს, მაგალითად, ბიტკოინს, როგორც ინვესტირების აქტივს.

შეგახსენებთ რომ, გებრიელ მაკლოუფი ასევე არის ევროპის ცენტრალური ბანკის მმართველი საბჭოს წევრი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი