დიდ ბრიტანეთში დაფუძნებული ციფრული ვალუტის ბირჟა, EXMO მარეგულირებელი სისტემის მიმართ კეთილგანწყობით გამოირჩევა.
ბირჟის წარმომადგენლების თქმით, მარეგულირებელ სისტემასთან შესაბამისობის მიღწევას კრიპტოვალუტის მფლობელებისთვის არაერთი სარგებელი მოაქვს.
იმ ტიპის კრიპტოვალუტის ბირჟები კი, რომლებიც რეგულაციის მიღმა მოქმედებენ, მათი მომხმარებლების საფულეები რისკის ქვეშ დგას.
ასევე EXMO–ს განცხადების თანახმად, ბირჟის ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიღებული ზომები მაშინ ამოქმედდა, როდესაც 2019 წელს 662,000 EOS-ი Bithumb–დან მოიპარეს. ამასთანავე, აღსანიშნავია რომ, დაზარალებულებს თანხები წარმატებით დაუბრუნდათ.
ბირჟის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ რეგულაცია ბევრად მეტს აკეთებს, ვიდრე ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთაა. რეგულაცია პატიოსან მოვაჭრეებს თაღლითური საქმიანობისგან იცავს.
შეგახსენებთ რომ, მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ციფრული ვალუტის უმსხვილესი კომპანიები, როგორიცაა: Binance.UK-ი, Coinbase-ი, CryptoCompare-ი, რიპლი, eToro, Electroneum-ი, Simmons & Simmons-ი ასოციაციას ქმნიან და სტრატეგიული მიმართულებით ერთიანდებიან.
გაერთიანებული სამეფოს მთავრობის კრიპტო პოლიტიკის შემქმნელებთან ასოციაციის წევრები მარეგულირებელი სისტემის საკითხზე მუშაობენ.