გუშინ, ჰავაის წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატების მიერ შეტანილ იქნა Blockchain-თან დაკავშირებული კანონპროექტი.
როგორც ცნობილია, კანონპროექტი ფიზიკური პირების, კომპანიების და სახელმწიფო უწყებების მიერ Blockchain ტექნოლოგიის შესწავლასა და გამოყენებას გულისხმობს. პროექტს კი შტატის ეკონომიკური განვითარების სააგენტო უხელმძღვანელებს.
Hawaii House Bill 622 ითხოვს ისეთი კანონის მიღებას, რომლის მიხედვითაც შტატის ეკონომიკური განვითარების სააგენტო, Hawaii Technology Development Corporation-ი შეძლებს ორივე რეკომენდაციის გათვალისწინებას: 1) შექმნას Blockchain სამუშაო ჯგუფი კვლევისათვის და 2) აღნიშნულ ჯგუფზე დაყრდნობით გასცეს რეკომენდაციები მათი მოხმარების შესახებ.
HB622– ის შესავალში ნათქვამია:
”საკანონმდებლო ორგანო აცნობიერებს, რომ განაწილებული ლეჯერ ფორმატი, რომელიც Blockchain ტექნოლოგიაზე ფუნქციონირებს, შეიძლება გამოყენებულ იქნეს მთავრობისა და საჯარო სექტორის დასახმარებლად, მათ შორის მოიაზრება: მიწის რეგისტრაცია, მიწოდების ჯაჭვის მიკვლევადობა, ჯანდაცვა, კორპორატიული რეგისტრაცია, დაბეგვრა, ხმის მიცემა, ციფრული ვალუტა, გადახდები, იურიდიული პირების მართვა და ა.შ.. ასეთი ტექნოლოგია კი მოითხოვს ინფორმატიულობას და საფუძვლიან გამოკველვას”.