კვიპროსის კლინიკა COVID-19-ის ვაქცინაციის ჩანაწერებს Blockchain–ზე ინახავს

0
1269

COVID-19 ვაქცინაციის ჩანაწერები VeChain–ზე ინახება.

კვიპროსის ხმელთაშუაზღვის კლინიკა, ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი კერძო სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც COVID-19-ის ვაქცინაციის ჩანაწერს VeChain-ზე ინახავს.

“ორშაბათის მდგომარეობით, 100-მა ექიმმა და პერსონალმა მიიღეს COVID-19 ვაქცინის პირველი დოზა”,- ნათქვამია საავადმყოფოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. პერსონალმა ასევე მიიღო ციფრული სერთიფიკატი E-HCert აპლიკაციაში.

“ციფრული სერთიფიკატები ჯანდაცვის ინდუსტრიის ციფრული ტრანსფორმაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია, რომელშიც VeChainThor Blockchain–ი დაგვეხმარა”, – აღნიშნა კვიპროსის ხმელთაშუა ზღვის კლინიკამ.

წინა კვირის დასაწყისში Twitter-ის პოსტში VeChain Foundation-ი წერდა, რომ კომპანიის ტექნოლოგია მთავრობებსა და ინდივიდებს პლატფორმის გამართულობის შესახებ სრულ გარანტიებს მისცემდა.

ამასთანავე აღსანიშნავია, რომ E-HCert აპლიკაცია კლინიკაში COVID-19-ის პირველი ტალღის დროს დაიტესდა. VeChain–ის თანახმად, აპლიკაციამ სამი თვის განმავლობაში, 2020 წლის ივნისიდან 2020 წლის აგვისტომდე, 8000–ზე მეტი ადამიანის COVID-19 ტესტის შედეგები ჩაიწერა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი