ჩინეთის ინტერნეტ მარეგულირებელმა სოციალურ მედიაში კრიპტოვალუტის უცხოური ბირჟა დაბლოკა

0
4003

ჩინეთის ინტერნეტ ფინანსურმა მარეგულირებელმა რამდენიმე უცხოური ბიტკოინის ბირჟა Wechat ქსელში დაბლოკა.

სოციალური მედია Wechat-ს ყოველთვიურად 1 მილიარდი აქტიური მომხმარებელი ჰყავს.

ჩინური სავაჭრო პლატფორმის ბევრმა ყოფილმა ოპერატორმა კონტინენტური ჩინეთი დატოვა და ვაჭრობა განაგრძო “თვითრეგულირებად ტერიტორიაზე” ჰონგ-კონგში. ჰონგ-კონგის გარდა, ყოფილმა ოპერატორებმა ისეთ ადგილას გადაინაცვლეს, სადაც ისინი შეძლებენ კლიენტებისთვის ჩინურ ენაზე სერვისების შეთავაზებას. მათ ასევე კონტინენტური ჩინეთიდან დეპოზიტების მიღებაც შეუძლიათ, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში თუ, მომხმარებლები კონტინენტური ჩინეთის ტერიტორიიდან ოპერირებას შეძლებენ.

თებერვალში მედია იტყობინებოდა, რომ ჩინეთის ხელისუფლებამ უკვე გადაწყვიტა უცხოური კრიპტოვალუტის ბირჟების ვებ-გვერდებისა და ICO-ს პლატფორმის დაბლოკვა. თუმცა, ადგილობრივ მომხმარებლები დღემდე ახერხებენ ისარგებლონ ისეთი საერთაშორისო სავაჭრო პლატფორმებით, როგორებიცაა: Huobi, OKEx და Binance.

უნდა აღინიშნოს, რომ ოფშორული ინდუსტრიის გაზრდით, მარეგულირებელმა ვაჭრობაზე კონტროლი დაკარგა. ამიტომ მარეგულირებელი, თუ სადმე აღმოაჩენს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სავაჭრო საქმიანობას ყოველთვის ცდილობს დაბლოკოს.

“ფინანსური თაღლითობის გამომჟღავნებისას ბრალდებული პირი დაუყოვნებლივ უნდა დააკავონ, არ აქვს მნიშვნელობა ის ადგილობრივია თუ უცხოელი. ჩვენ ასევე ვთხოვთ ყველა შესაბამის დეპარტამენტს საზღვარგარეთის კრიპტოვალუტის პლატფორმების IP მისამართები დაბლოკონ”,- აღნიშნა ჩინეთის ინტერნეტ-საფინანსო რეგულირების სააგენტომ მედია საშუალება Caixin-თან საუბრისას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი