Binance-მა გასულ პარასკევს ტექნოლოგიური და ტექნიკური პრობლემები განიცადა. ეს კი მოხდა მაშინ, როდესაც ბიტკოინმა 20,000 დოლარიანი ფასის ნიშნული გადალახა.
პრობლემები ბირჟამ მომხმარებელთა გაზრდილ რაოდენობას დაუკავშირა.
“ფასის ზრდამ გამოიწვია სკალირების რამდენიმე საკითხში შეფერხება, რამაც მოითხოვა დამატებითი სერვერების დამატება, აღნიშნულ პრობლემაზე მიმდინარეობს სამუშაოები და ყველანაირად ვეცდებით პრობლემა დროზე იქნეს აღმოფხვრილი, რათა მომხმარებლებს დისკონფორტი არ შევუქმნათ“,- განაცხადა Binance– ის აღმასრულებელმა დირექტორმა.
როგორც ჩანს, აღნიშნული პრობლემა სერიოზულად მიიღო კომპანიამ. განახლება კი დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ მოხერხდა.
ამათანავე, შეგახსენებთ რომ, Binance Korea ვაჭრობის დაბალი მოცულობის გამო მუშაობას წყვეტს.
როგორც განცხადებიდან ირკვევა, ვაჭრობა ეტაპობრივად შეწყდება და 2021 წლის 10 იანვარს პლატფორმა სრულად გაითიშება.
Binance KR-ის მომხმარებელს 29 იანვრამდე აქვს ვადა, რათა კრიპტოვალუტების ლიკვიდაცია მოახდინონ.