დევიდ როზენბერგი: ბიტკოინის მიწოდებამ შესაძლოა, 21 მილიონს გადააჭარბოს

0
1500

კვლევითი კომპანიის, Rosenberg Research & Associated–ის ხელმძღვანელმა, ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ბიტკოინის ბიუჯეტის შეზღუდული მიწოდება შეიძლება შეიცვალოს.

მიუხედავად იმისა, რომ ანალიტიკოსები ბიტკოინის კურსის მატებას პროგნოზირებენ ბევრს მაინც ეჭვი ეპარება ციფრული ვალუტის განვითარებაში.

”როგორც ჩანს, ყველას სჯერა, რომ ჩვენ მივაღწევთ ამ 21 მილიონიან კაპიტალის მომარაგებას, მაგრამ პროტოკოლში ნამდვილად არაფერია ნაგულისხმევი იმაზე, რომ ბიტკოინის მიწოდება ვერ გაიზრდება მას შემდეგ, რაც ამ ზღვარს მიაღწევს”, – აღნიშნა მედიასთან საუბრის დროს Rosenberg Research & Associated–ის პრეზიდენტმა, დევიდ როზენბერგმა.

ბიტკოინის 21 მილიონიანი მარაგი წარმოადგენს მის ერთ-ერთ ყველაზე დიდ გაყიდვის წერტილს. ამ აქტივს ასევე აქვს მიმოქცევაში შესვლის მუდმივი ნაკადი, რომელიც გრძელდება მანამ, სანამ ეს მიწოდება არ მიაღწევს 21 მილიონს. ბიტკოინის შემქმნელმა, სატოში ნაკამოტომ აღნიშნული პარამეტრები ბიტკოინის კოდში გაითვალისწინა.

როგორც ცნობილია, ბიტკოინი 2009 წელს სატოში ნაკამოტომ შექმნა. ამ დრომდე უცნობია ბიტკოინი არის გუნდური მუშაობის შედეგად შექმნილი ციფრული ვალუტა, თუ მისი შემქმნელი მორიგი ტექნოლოგიების გენიოსი სპეციალისტია. ბიტკოინი შეიქმნა, როგორც ტრანზაქციების ერთგვარი მეთოდი, რომელიც გაცილებით სწრაფად ახორციელებს გადარიცხვებს, ვიდრე რომელიმე სახელმწიფო საფინანასო სტრუქტურა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი