ნიგერიაში ბიტკოინის მიღება იზრდება.
ნიგერიის ცენტრალური ბანკის “თავდაცვის” პოლიტიკა უფრო მეტ ნიგერიელს კრიპტოვალუტის მიღებისკენ უბიძგებს.
Paxful-ის მონაცემებიდან ჩანს, რომ ქვეყანა სავაჭრო მოცულობით მხოლოდ აშშ–ს ჩამორჩება.
2015 წლიდან, ნიგერიელებმა Paxful-ის პლატფორმაზე 60,200 ბიტკოინი ივაჭრეს. ნავაჭრის მოცულობა დაახლოებით 566 მილიონი აშშ დოლარია.
ნიგერიელებს შორის ბიტკოინის მზარდი მიმზიდველობა გამოწვეულია რამდენიმე ფაქტორის შერწყმით. თუმცა მთავარი ფაქტორი ქვეყნის ცენტრალური ბანკის არასახარბიელო მდგომარეობაა.
ერთ-ერთი ბოლო კვლევის თანახმად, ნიგერია, ბიტკოინის ვაჭრობის მოცულობის მხრივ ლიდერია აფრიკის რეგიონში. ნიგერია აშკარად ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი კრიპტო ბაზარია მსოფლიოში.
Blockchain.com-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ნიგერიაში კრიპტოვალუტის მიმართ ინტერესი 2020 წლის აპრილიდან გაიზარდა.
გამოქვეყნებულ მოხსენებაში ნათქვამია, რომ ნიგერია რეგიონში კრიპტო ინდუსტრიის განვითარების მხრივ საუკეთესო ქვეყანაა.
მოხსენებაში აღნიშნულია, რომ აპრილიდან რეგიონში Blockchain.com ვებ–საფულის გამოყენება 60%–ით გაიზარდა.