ესტონეთმა 2020 წელს წელს 1000–ზე მეტ ციფრული ვალუტის კომპანიას ლიცენზია გაუუქმა.
საინფორმაციო გამოშვების Postimees-ის ცნობით, ესტონეთის ფინანსური დაზვერვის განყოფილებამ, FIU- მ, ქვეყანაში მოქმედ ციფრული ვალუტის კომპანიებს დაახლოებით 70%-ს ლიცენზია შეუჩერა.
მედიასაშუალებამ აღნიშნა, რომ ლიზენციის შეჩერების შემდეგ ესტონეთში 400 კომპანია მუშაობს, როცა გასულ წელს ამ დროს 900 კრიპტო კომპანია მოქმედებდა.
მთავრობის გენერალური მდივნის მოადგილემ და ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციის კომიტეტმა აღნიშნეს, რომ კრიპტო კომპანიების დარჩენილ ნაწილსაც პოტენციური რისკების გათვალისწინებით ყურადღების დათმობა სჭირდებათ.
”ჩვენ უნდა დავაკვირდეთ ახალი ტექნოლოგიების განვითარებას და მოვახერხოთ ფულის გათეთრების რისკები შეაფასება”,- განაცხადა მარეგულირებელმა.
ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ივნისში მარეგულირებელმა 500 კრიპტო კომპანიას მუშაობის ლიცენზია ჩამოართვა. ლიცენზიის ჩამორთმევა 220 მილიარდი დოლარის ფულის გათეთრების სკანდალის საპასუხოდ მოხდა.
მანამდე ესტონეთის მთავრობამ, უფრო კონკრეტულად კი ფინანსთა სამინისტრომ, 3 მაისს სალიცენზიო პროცესში ცვლილებები შეიტანა.
ლიცენზიის მიღების გართულების გარდა, გაიზარდა გადასახადიც. თუკი ადრე საჭირო იყო 245 ევრო ახალი გადასახადი საკმაოდ დიდია და ის, 3.330 ევროს შეადგენს.