პარიზის სასამართლომ ალექსანდრე ვინიკს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
წლების განმავლობაში ექსტრადიციის დებატების შემდეგ, კრიპტოვალუტის დახმარებით ფულის გათეთრებაში ბრალდებული ალექსანდრე ვინიკს საბოლოოდ მიესაჯა საფრანგეთის სასამართლოს მიერ თავისუფლების აღკვეთა ხუთი წლით და 100,000 ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა.
მას პირველი დაპატიმრების შემდეგ ხანგრძლივი სასამართლო პროცესები ჰქონდა. ბრალი მოიცავდა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის შემადგენლობაში ყოფნას, ფულის გათეთრების ოპერაციებსა და შემოსავლების წარმოშობის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებას.
ჯერ კიდევ აპრილში რუსეთის საელჩო საფრანგეთში ქვეყნის ხელისუფლებისგან ალექსანდრე ვინიკის ექსტრადაციას ითხოვდა.
რუსეთის საელჩოს ინფორმაციით, ალექსანდრე ვინიკს ბიტკოინით 4 მილიარდი დოლარის მითვისება ედებოდა ბრალად.
ექსტრადაციის პროცესი კორონავირუსის პანდემიის ფონზე გაჭიანურდა. თუმცა მედიისთვის ისიც გახდა ცნობილი, რომ საფრანგეთის იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროები რუსეთის საელჩოს მოთხოვნას მარტიდან მოყოლებული აიგნორებდა.