უინკლევოსებმა სინგაპურის Fintech ფესტივალის დამსწრეებს მოუწოდეს, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიიღონ ბიტკოინის შესახებ.
სინგაპურის 2020 წლის Fintech ფესტივალზე სიტყვით გამოსვლისას, ბიტკოინის ინვესტორებმა ქემერონმა და ტეილორ უინკლევოსებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს წინა პროგნოზები.
მათი აზრით, ბიტკოინის ფასი საბოლოოდ 500 000 დოლარის ზღვარს გადააჭარბებს. ეს კი კრიპტოვალუტას საშუალებას მისცემს გადაუსწროს ოქროს ყველა დროის ყველაზე დიდ მაჩვენებელს.
ქემერონმა აღნიშნა, რომ ფულის დაბეჭდვა უზარმაზარ ხარჯებთანაა დაკავშირებული, რაც ამ გლობალური ინფლაციის ფონზე შეშფოთებას იწვევს, იქიდან გამომდინარეც, რომ ბაზარზე მოთხოვნა იზრდება მყარ ვალუტებზე, ოქროსა და დოლარზე.
ქემერონ უინკლევოსი აცხადებს, რომ ბიტკოინი მნიშვნელოვან უპირატესობებს ანიჭებს ოქროს, როგორც ფულად საქონლს, როგორიცაა მისი გადაცემის სიმარტივე და იმუნიტეტი “გარე ძალებზე”.
ტეილორ უინკლევოსი კი აცხადებს, რომ გობალურ ბაზარზე კრიპტო სექტორში მკვეთრად არათანაბარი გეოგრაფიული წინსვლა დაფიქსირდა.
მისი აზრით, მარეგულირებელის მკაფიოობის არარსებობა ხელს უშლიდა ბიზნესის და მომსახურების განვითარებას ბევრ სხვადასხვა ეკონომიკური მდგომარეობისმქონე ქვეყანაში.