მედია: Bitfinex-დან მოპარული 5 მილიონი დოლარის გადაადგილება დაფიქსირდა

0
1252

2016 წელს Bitfinex–ის კრიპტოვალუტის ბირჟიდან 119,756 ბიტკოინი მოიპარეს. ამ მონეტების ნაწილი წლების განმავლობაში აგრძელებდა საფულეებს შორის მოძრაობას, მათ შორის ბოლო გადაადგილება გასულ კვირას დაფიქსირდა.

Blockchain-ის მონაცემები აჩვენებს, რომ უცნობმა კრიპტო მომხმარებელმა გადაადგილა 270.97974 ბიტკოინი საფულედან, რომელიც აღირიცხება, როგორც “გატეხილი საფულე”. ამ ოპერაციის განხორცილების დროს აღნიშნული გადარიცხვის მოცულობა დაახლოებით 5,2 მილიონ დოლარს შეადგენდა.

დარღვევაზე პასუხისმგებელმა ჰაკერებმა ქურდობის ფაქტიდან ოთხი წლის შუალედში გატაცებული თანხების მხოლოდ 1-2% გამოყენება სცადეს.

როგორც ჩანს, მათი სტრატეგია ითვალისწინებდა გრძელვადიან ლოდინის რეჟიმს, რადგან გატაცების მომენტში იმ ოდენობის სრული ღირებულბა 72 მილიონ დოლარს შეადგენდა, ახლა კი 2.3 მილიარდს აღწევს.

ივნისში, ქურდებმა 736 ბიტკოინი გადაიტანეს რუსეთის Darknet–ის ბაზარ Hydra-ზე. მონეტები ასევე ოქტომბერში გადაადგილდა. ბიტკოინების რაოდენობა კი 2,900 შეადგენდა.

მოპარული თანხების 98% ოთხი წლის განმავლობაში ხელშეუხებელი დარჩა. ეს შეიძლება მიანიშნებდეს, რომ ჰაკერებს ციფრული აქტივებით ფულის გათეთრების სირთულეები შეექმნათ, რადგან ხელისუფლება დღესდღეობით უფრო მკაცრ რეგულაციებს იყენებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი