Bison Trails-ი Libra-სთვის QT პროტოკოლს ქმნის

0
1437

Libra ასოციაციის დამფუძნებელმა წევრმა, Bison Trails-მა გამოაქვეყნა QT პროტოკოლი, რომელიც დეველოპერებს საშუალებას აძლევს წაიკითხონ და დაწერონ მონაცემები Libra-ს წინასწარ მომზადებულ ბაზაში ქსელის გამოუყენებად. ასე ვთქვათ, ეს არის შესაძლებლობა ქსელში ქსელის გარეშე მუშაობისა.

Blockchain ტექნოლოგიისა და ფსონების სერვისის პროვაიდერმა Bison Trail-მა გამოაცხადა Query and Transactions Clusters (QT) პროტოკოლის ამოქმედება, რომელიც დეველოპერებს მომავალში დაეხმარება Facebook-ის საშუალებით Libra-ს ქსელის შექმნაში.

Libra QT არის ხიდი Libra-ს ქსელსა და სხვა სოციალურ თუ არასოციალურ ქსელებს შორის.

მნიშვნელოვანია რომ, Bison Trails–ი უზრუნველყოფს Blockchain სერვისებსა და ინფრასტრუქტურას კრიპტოვალუტის კომპანიებისთვის.

”Libra QT გთავაზობთ სრულად მართვად, ერთგულ და სანდო სისტემას, რომელიც გააკეთებს ანალიტიკურ შეფასებებს ქსელის დახმარებით, დამატებითი ძალისხმევისა და ხარჯების გარეშე.

Libra QT არის ჩვენი პროდუქტის შეთავაზების ძირითადი ნაწილი სხვა ეკოსისტემისთვის. ეს საშუალებას აძლევს ხალხს უსაფრთხოდ და მარტივად გააერთიანონ თავიანთი ბირჟები და საფულეები და შექმნან ახალი და საინტერესო პროგრამები”,- განაცხადა Bison Trails-ის თანადამფუძნებელმა და მთავარმა ტექნიკურმა ოფიცერმა, აარონ ჰენშოუმ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი